Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა


საილუსტრაციო ფოტო: პაკისტანის ვაზირისტანის რეგიონი, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება. 2013 წლის 22 თებერვალი
საილუსტრაციო ფოტო: პაკისტანის ვაზირისტანის რეგიონი, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება. 2013 წლის 22 თებერვალი

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.

თავდასხმის შესახებ სოციალური ქსელით გაავრცელა ცნობა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ანვარ-ალ-ჰაკ კაკარმა. თავდასხმის შემსრულებლების ვინაობა გარკვეული არ არის.

Reuters-ი იმოწმებს უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებს, რომელთა თანახმად, თვითნაკეთი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად აფეთქდა სატვირთო მანქანა, რომელსაც გადაჰყავდა ვაზირისტანში, ავღანეთის საზღვართან მშენებარე ბაზის მუშები. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა არავის უკისრია.

XS
SM
MD
LG