Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლოდიმირ ზელენსკი: "უკრაინა 42 ამერიკულ F-16 გამანადგურებელს მიიღებს ჰოლანდიიდან"


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე პრესკონფერენციაზე. ეინდჰოვენი. 2023 წლის 20 აგვისტო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე პრესკონფერენციაზე. ეინდჰოვენი. 2023 წლის 20 აგვისტო

"უკრაინა ჰოლანდიიდან 42 ამერიკულ F-16 გამანადგურებელს მიიღებს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„მე და მარკ რუტე (ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი) შევთანხმდით F-16-ების რაოდენობაზე, რომლებიც უკრაინას ჩვენი პილოტებისა და ინჟინრების მომზადების შემდეგ გადაეცემა. 42 თვითმფრინავი“, - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ტელეგრამის არხზე. მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებიდან უკრაინული მხარის დახმარების ასეთი ღონისძიება მხოლოდ დასაწყისია.

მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ F-16-ის უკრაინელი მფრინავების მომზადება უკვე დაწყებულია, თუმცა მინისტრმა დეტალები არ გაამჟღავნა.

XS
SM
MD
LG