Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შერაზადაშვილის თქმით, შოვში, სტიქიის ზონაში, ტერიტორია სრულად დამუშავებულია


შოვი. სამუშაოები სტიქიის ზონაში. 6 აგვისტო, 2023 წელი
შოვი. სამუშაოები სტიქიის ზონაში. 6 აგვისტო, 2023 წელი

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ლევან შერაზადიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში, არ დარჩენილა დაუმუშავებელი ტერიტორია. მისი სიტყვებით, მოქალაქეების თხოვნით, გარკვეულ მონაკვეთებზე ხელმეორედ გადამუშავდა მიწის მასა.

ლევან შერაზადაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ნაპოვნია 28 ადამიანის ცხედარი, ამჟამად მიმდინარეობს 2 ცხედრის დნმ-ის კვლევა და გრძელდება კიდევ 5 ადამიანის სამძებრო სამუშაოები,

"სამძებრო სამუშაოების აქტიურად მიმდინარეობს ასევე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტში“, - უთხრა ჟურნალისტებს ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, დაკარგულად მიჩნეული 5 ადამიანიდან, რომელთა სამძებრო სამუშაოებიც გრძელდება, 4 ბავშვია.

ღვარცოფი რაჭაში, შოვში, 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 15.00 საათისთვის მოვარდა.

დღეს არსებული ინფორმაციით, შოვში მომხდარი სტიქიის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის მხოლოდ ორი, 116-ე და 240-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

სახელმწიფო უწყებებს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ გარდაცვლილთა, დაკარგულთა და გადარჩენილთა შესახებ სრულყოფილი ოფიციალური ინფორმაცია. ცნობები დაღუპულებსა და დაკარგულებზე მათ ახლობლებზე დაყრდნობით ვრცელდება მხოლოდ მედიასა და სოციალურ ქსელებში.

XS
SM
MD
LG