Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსხვერპლი მოჰყვა რუსეთის თავდასხმას პოლტავაზე, კიევი ადასტურებს რობოტინოს გათავისუფლებას


რუსეთის სარაკეტო შეტევით დანგრეული სახლი, კიევის რეგიონი, 2023 წლის 27 აგვისტო
რუსეთის სარაკეტო შეტევით დანგრეული სახლი, კიევის რეგიონი, 2023 წლის 27 აგვისტო

რუსეთმა გასულ ღამეს იერიში მიიტანა უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე პოლტავას რეგიონზე, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა - იუწყებიან უკრაინის წარმომადგენლები 28 აგვისტოს, იმ ფონზე, როცა კიევი ადასტურებს სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე სოფელ რაბოტინოს გათავისუფლებაზე და აცხადებს, რომ წინსვლა აქვს ზაპოროჟიეს რეგიონში.

შინაგან საქმეთა მინისტრის, იჰორ კლიმენკოს თქმით, სამი ადამიანი დაიღუპა პოლტავას რეგიონის ინდუსტრიულ სადგურზე. მინისტრის თქმით, ერთი ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, კიდევ ხუთი პირი დაჭრილია.

28 აგვისტოს კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა უკრაინის სხვა არეალებში. სამხრეთში, ხერსონის რეგიონის გუბერნატორი, ოლექსანდრ პროკუდინი ამბობს, რომ შუადღისას მომხდარ დაბომბვას შეეწირა 63 წლის ქალი. პროკურორების თქმით, რუსეთის იერიშს ამავე დღეს სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა დონეცკის რეგიონში, ტორეცკში.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ჰანა მალიარი ადასტურებს რობოტინოს გათავისუფლებას. რობოტინო მდებარეობს მნიშვნელოვან გზაზე, რომელიც ქალაქ ორეხოვოს აკავშირებს ტოკმაკთან, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის, მელიტოპოლის მიმართულებით. მალიარი წერს, რომ უკრაინის ძალები ზაპოროჟიეს რეგიონში მიიწევენ წინ.

XS
SM
MD
LG