Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუდანოვი: ფსკოვის აეროდრომზე თავდასხმა რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა


ფსკოვის სამხედრო აეროდრომის თანამგზავრული ფოტო, რომელიც 2023 წლის 16 აგვისტოსაა გადაღებული
ფსკოვის სამხედრო აეროდრომის თანამგზავრული ფოტო, რომელიც 2023 წლის 16 აგვისტოსაა გადაღებული

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის განცხადებით, 30 აგვისტოს ფსკოვის აეროდრომზე რუსეთის სამხედრო- სატრანსპორტო თვითმფრინავეზე Ил-76-ზე დრონებით თავდასხმა რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა.

“ჩვენ რუსეთის ტერიტორიიდან ვმუშაობთ“, - ამბობს ბუდანოვი ტელეგრამის არხთან The War Zone-თან კომენტარში.

ბუდანივი არ აზუსტებს ვის მიერ განხორციელდა თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს თუ პარტიზანების მიერ, ის არც დრონების რაოდენობასა და ტიპს ასახელებს.

ბუდანოვის თანახმად. ორი თვითმფრინავი განადგურდა ორი კი დაზიანდა, გამოცემამ მიიღო ასევე თავდასხმაში მონაწილე ერთ-ერთი დრონის ინფრაწითელი კამერით გადაღებული ფოტოები.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს წყაროს მიერ გამოცემისთვის მოწოდებულ სურათზე ჩანს ერთ-ერთი დარტყმის შედეგი: დარტყმა იმ ადგილაა გადაღებული, სადაც ორი თვითმფრინავი დაზიანდა.

გამოცემა ვარაუდობს, რომ ერთ-ერთ თვითმფრინავის ავზში არსბულმა საწვავმა განაპირობა სხვა ორი თვითმფრინავის სრულად დაწვა, მაგრამ „შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სამიზნე ეს კრიტიკული ზონა იყო“, - წერს გამოცემა.

გამოცემა The War Zone ირწმუნება, რომ ბომბები ადგილობრივი „დისპეჩერის“ მიერ მართულმა დრონებმა ჩამოაგდეს. რასაც ბუდანოვის სიტყვები ამყარებს, რომ დარტყმა რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა, სავარაუდოდ ბაზიდან ძალიან ახლოდან და არა შორი მოქმედების ავტონომიური დრონებით. ბუდანობის თქმითვე, თავდასხმა მიზანმიმართულად განხორციელდა საწვავის ავზებსა და თვითმფრინავების ფრთების დეტალებზე, რომლებიც ИЛ-76- ზედა ნაწილში განთავსებული.

31 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებმა წარმატებულად გამოიყენეს შორსმსროლელი იარაღი, რომლიდანაც სამიზნე 700 კილომეტრის მანძილზე იქნა განადგურებული. მიუხედავად იმისა, რომ ზელენკის არ უხსენებია ფსკოვის აეროდომი, მედიაში გაჩნდა, ვარაუდი, რომ უკრაინის პრეზიდენტი მასზე თავდასხმას გულისმობდა. ბუდანოვის დღევანდელი განცხადება ამ ვარაუდს საფუძველს აცლის.

  • რუსეთის ქალაქ ფსკოვის სამხედრო აეროდრომზე 30 აგვისტოს დრონებით განხორციელდა თავდასხმა, რომელიც ორგანიზებული იყო უკრაინის თავდაცვის ძალების, მათ შორის სამხედრო დაზვერვის მიერ. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ“ დაწერა დაზვერვის მთავარ სამმართველოში ანონიმ წყაროზე დაყრდნობით.
  • მათი მონაცემებით, ფსკოვის აეროდრომზე სრულად განადგურებულია 4 თვითმფრინავი ილ-76 და სავარაუდოდ, 2 დაზიანებულია.
  • ფსკოვის ოლქის გუბერნატორმა, მიხაილ ვედერნიკოვმა 30 აგვისტოს, გამთენიისას ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, თითქოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა მოიგერიეს აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა და მსხვერპლი არ არის. სააგენტო „ტასი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერდა, რომ დაზიანებულია ილ-76 ტიპის 4 თვითმფრინავი.
  • ფსკოვის სამხედრო აეროდრომზე დისლოცირებულია რუსეთის 334-ე საავიაციო პოლკი.

XS
SM
MD
LG