Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსხვერპლი მოჰყვა ოდესის ოლქზე დრონებით თავდასხმას


რუსეთმა ოდესის ოლქის იზმაილის რაიონს დრონებით შეუტია 4 სექტემბერსაც
რუსეთმა ოდესის ოლქის იზმაილის რაიონს დრონებით შეუტია 4 სექტემბერსაც

რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანა უკრაინის ოდესის ოლქის იზმაილის რაიონზე. დაიღუპა სულ მცირე 1 ადამიანი.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების სარდლობამ 6 სექტემბერს, ღამის ორის ნახევრისთვის სოციალური ქსელებით გაავრცელა გაფრთხილება, რომ ოდესის ოლქზე დრონებით თავდასხმა იყო მოსალოდნელი.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, დრონებით შეტევა თითქმის სამ საათს გაგრძელდა. კიპერის ცნობით, მძიმედ დაიჭრა ერთ-ერთი აგროსაწარმოს თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანახმად, რამდენიმე დასახლებულ პუნქტში დაზიანებულია საპორტო და სასოფლო-სამეურნეო ობიექტები - ელევატორები, ადმინისტრაციული შენობები და აგროსაწარმოები.

იზმაილის რაიონი ოდესის ოლქის სამხრეთში, მდინარე დუნაიზე მდებარეობს. ამ რაიონის საპორტო ინფრასტრუქტურა უკრაინული ხორბლის და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. იზმაილის რაიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო 3 და 4 სექტემბერსაც.

XS
SM
MD
LG