უკრაინის არმიის გენერალური შტაბის განცხადებით, 7 სექტემბრის განმავლობაში ფრონტის ხაზზე მოხდა 34 შეტაკება და უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში ვითარება "რთული რჩება".
უკრაინის არმიამ მოიგერია შეტაბები კუპიანსკის, ბახმუტისა და ავდეევკის არეალებში - ვკითხულობთ არმიის საღამოს განცხადებაში.
"უკრაინის თავდაცვის ძალები განაგრძობენ შეტევის ოპერაციას მელიტოპოლის მიმართულებით, ანადგურებენ მტერს და ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს" - აცხადებს გენერალური შტაბი.
დნეპროპეტროვსკის რეგიონში, ნიკოპოლზე გვიან ღამით მიტანილი იერიშის შედეგად დაიჭრა ორი ადამიანი, მას მერე, რაც რეგიონზე მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა თავდასხმები - აცხადებს დნეპროპეტროვსკის რეგიონის გუბერნატორი, სერგი ლისაკი. მანამდე, 7 სექტემბერს რუსეთის მხრიდან დრონებით შეტევის შედეგად დაზიანდა უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურა.
უფრო ადრე, უკრაინის არმია იუწყებოდა, რომ რუსეთის მიერ გაშვებული 33 დრონიდან ჩამოაგდო 25. დრონების უმეტესობა ოდესის რეგიონისკენ მიემართებოდა, თუმცა რამდენიმემ მიზანში ამოიღო სუმის არეალი, ჩრდილოეთით.