Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში, ეროვნული არქივის შენობის ეზოში ხანძარია


თბილისი, ხანძარი ეროვნული არქივის ეზოში.
თბილისი, ხანძარი ეროვნული არქივის ეზოში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ თბილისში, ეროვნული არქივის ეზოში, ძირითადი შენობის გვერდით მდებარე ნაგებობაში ხანძარია.

ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას.

განახლება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის ქეთი კოვზიაშვილის ცნობით, „არქივის ეზოს ტერიტორიაზე, ცალკე მდგომ შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია".

XS
SM
MD
LG