გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, 2023 წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, უკრაინაში დაიღუპა 55 და დაიჭრა 237 სამოქალაქო პირი. მათი უმრავლესობა, 79% - უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებულ 62 დასახლებულ პუნქტში.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, უკრაინაზე რუსეთის ფართომასშტაბიანი შეიარაღებული თავდასხმიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით, უკრაინაში დაიღუპა 9 614 და დაიჭრა 17 149 სამოქალაქო პირი. უმრავლესობა კიევის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე.
გაეროს განმარტებით, ეს მონაცემები არ ასახავს სრულ სურათს, რადგან ორგანიზაციის წარმომადგენლებს არ აქვთ წვდომა მარიუპოლზე, ლისიჩანსკსა და სხვა ისეთ ქალაქებზე, სადაც, არსებული ცნობებით, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
დაწერეთ კომენტარი