Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში სახელმწიფო ღალატში წაუყენეს ბრალი უკრაინის ყოფილ დეპუტატს, რომელმაც ოლგა სკაბეევას ტოქშოუში მიიღო მონაწილეობა


ოლგა სკაბეევა, ტელეკომპანია "როსია 1-ის" გადაცემა "60 წუთის" წამყვანი. ფოტოკოლაჟი
ოლგა სკაბეევა, ტელეკომპანია "როსია 1-ის" გადაცემა "60 წუთის" წამყვანი. ფოტოკოლაჟი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაუსწრებლად აცნობა სერგეი პოლიშჩუკს, იულია ტიმოშენკოს ბლოკის ყოფილ დეპუტატს ვერხოვნა რადაში, რომ ეჭვმიტანილია სახელმწიფოს ღალატში (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილი), მის მიერ უკრაინის არსებობის უარყოფის გამო.

სახელმწიფო ღალატის ეჭვის გარდა, პოლიშჩუკს ბრალი წაუყენეს მოქალაქეთა თანასწორობის დარღვევაში, მათი რასის, ეროვნებისა და რეგიონული კუთვნილების მიუხედავად. (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილი). ეჭვმიტანილ ყოფილ დეპუტატს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებამდეც კი, პოლიშჩუკი რეგულარულად სტუმრობდა მოსკოვს და მონაწილეობდა რუსი პროპაგანდისტის, ოლგა სკაბეევას გადაცემებში.

"სატელევიზიო შოუ „60 წუთში" მონაწილეობის დროს პოლიშჩუკი აქტიურად უჭერდა მხარს კრემლის აგრესიულ პოლიტიკას, ღიად უარყოფდა უკრაინის სახელმწიფოებრიობის არსებობას და ავრცელებდა მტრულ ნარატივებს, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინელებს შორის იდეოლოგიური დაპირისპირების არსებობასთან", - ნათქვამია უკრაინის უშიშროების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დეპარტამენტი ასევე ამტკიცებს, რომ ყოფილმა დეპუტატმა რუსებისგან "მნიშვნელოვანი ანაზღაურება" მიიღო "შესრულებული ქმედებებისთვის."

ივლისის ბოლოს უკრაინაში სახელმწიფო ღალატის მუხლით „ვერხოვნა რადის“ ორ დეპუტატს, ვადიმ რაბინოვიჩს და ალექსანდრ პონომარიოვს, წაუყენეს ბრალი.

ისინი იმ აკრძალული პარტიის („ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისათვის“) წევრები არიან, რომლის ლიდერი, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი 2022 წელს დააკავეს სახელმწიფო ღალატის მუხლით და მოგვიანებით, მარიუპოლის საბრძოლო მოქმედებებისას ტყვედ აყვანილი „აზოვის“ პოლკის მებრძოლებში გაცვალეს.

უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს ვერსიით, ვადიმ რაბინოვიჩი უკრაინის მოსახლეობასა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებში „ანტიუკრაინული პროპაგანდისტული ინფორმაციის“ გავრცელებით იყო დაკავებული.

უკრაინელმა ძალოვნებმა დაადგინეს, რომ დეპუტატი ალექსანდრ პონომარიოვი, რომელიც მოქმედ რუსულ პასპორტს 2007 წლიდან ფლობს, ომის დასაწყისიდან გადავიდა მტრის მხარეზე და ოკუპირებულ ბერდიანსკში მდებარე თავისი საწარმოების შესანარჩუნებლად, თანამშრომლობა დაიწყო აგრესორთან.

XS
SM
MD
LG