Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ირწმუნება, რომ აღკვეთა სამხედრო გემზე უკრაინელების თავდასხმა

ფოტო არქივიდან. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემი „სერგეი კოტოვი“
ფოტო არქივიდან. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემი „სერგეი კოტოვი“

რუსეთი ირწმუნება, რომ აღკვეთა უკრაინელების თავდასხმა შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემ „სერგეი კოტოვზე“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, დილის 5 საათისთვის, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შავი ზღვის აკვატორიაში 5 უეკიპაჟო კატერით სცადეს „სერგეი კოტოვზე“ შეტევა. სამინისტროს მტკიცებით, გემის „საშტატო შეიარაღებიდან“ ხუთივე კატერი გაანადგურეს. სხვა წყაროებით ეს ცნობები დადასტურებული არ არის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გემ „სერგეი კოტოვზე“ თავდასხმის მცდელობის შესახებ განაცხადა 2023 წლის ივლისსა და აგვისტოშიც.

13 სექტემბერს სარაკეტო შეტევა იყო ანექსირებულ ქალაქ სევასტოპოლზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 10 ფრთოსანი რაკეტით შეუტიეს სევასტოპოლში მდებარე სერგო ორჯონიკიძის სახელობის ქარხანას, სადაც გემებს არემონტებენ. თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით 7 რაკეტა ჩამოაგდეს, დანარჩენი რაკეტების დარტყმის შედეგად კი დაზიანდა ქარხანაში სარემონტოდ მყოფი 2 გემი.

რამდენიმე ბრიტანულმა მედიასაშუალებამ, მათ შორის ტელეკომპანია Sky News-მა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ სევასტოპოლზე შეტევისას გამოყენებული იყო ბრიტანული ფრთოსანი რაკეტები Storm Shadow.

​
XS
SM
MD
LG