Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში ჰუტის მიმდევრების და ომანის წარმომადგენლები მოსალაპარაკებლად საუდის არაბეთს ეწვევიან


საილუსტრაციო ფოტო: ჰუტის შეიარაღებული მომხრეები იემენში, სანაში. 2021 წლის მაისი
საილუსტრაციო ფოტო: ჰუტის შეიარაღებული მომხრეები იემენში, სანაში. 2021 წლის მაისი
საუდის არაბეთში ჩასვლას გეგმავენ იემენში ჰუტის მიმდევრების წარმომადგენლები და ომანელი შუამავლები, რომლებიც მოლაპარაკებას გამართავენ სამეფოს ოფიციალურ პირებთან იემენში ომის დასრულების მიზნით. ამის შესახებ ცნობა გაავრცელეს მოლაპარაკების მონაწილე პირებმა, იტყობინება Reuters-ი.
ჰუტის ოფიციალური წარმადგენლები პირველად ჩადიან ერ-რიადში 2014 წელს ომის დაწყების შემდეგ. მათთან ერთად არიან ომანელი შუამავლები, რომლებიც სანაში 14 სექტემბერს ჩაფრინდნენ.
2014 წელს ჰუტის მომხრეთა რაზმებმა, რომლებსაც ირანი უმაგრებს ზურგს, სანაში ომის დაწყების შემდეგ ჩამოაგდეს მთავრობა, რომელსაც საუდის არაბეთი უჭერს მხარს. მას მერე ჰუტის მომხრეებს ომი აქვთ საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედ კოალიციის ძალებთან.
ვაშინგტონმა ზეწოლა მოახდინა თავის ტრადიციულ მოკავშირე საუდის არაბეთზე, რათა დაემთავრებინა ომი იემენში და ეს დაუკავშირა სამეფოსთვის სამხედრო მხარდაჭერას. ომანი, რომელიც ესაზღვრება იემენს, წლების განმავლობაში ცდილობს მოაგვაროს უთანხმოება მებრძოლ მხარეებს, უფრო ფართოდ კი ირანსა და საუდის არაბეთსა და შეერთებულ შტატებს შორის.
სამშვიდობო ინიციატივებს ბიძგი მიეცა მას შემდეგ, რაც მთავარი მეტოქეები, საუდის არაბეთი და ირანი შეთანხმდნენ კავშირების აღდგენაზე ჩინეთის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების შემდეგ.
იემენში მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა შუა აღმოსავლეთში სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
XS
SM
MD
LG