Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 ადამიანი ემსხვერპლა და 6 არასრულწლოვანი დაშავდა საგარეჯოში ავტოავარიის შედეგად


სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი შემთხვევის ადგილას
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი შემთხვევის ადგილას

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა საგარეჯოში, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. თვითმხილველებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, რომელშიც არასრულწლოვანები ისხდნენ, 1 ადამიანს დაეჯახა. მიღებული დაზიანებებით ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

დაშავდა ავტომობილში მსხდომი 6 არასრულწლოვანიც, რომლებიც ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ასაკი 16 წლამდეა.

საგარეჯოს კლინიკა ჯეოჰოსპიტალში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ წუთებში ყველა დაშავებულს გამოკვლევა უტარდება, თუმცა პირველადი დათვალიერებით, მათ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა). შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

XS
SM
MD
LG