Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულები შშმ პირს მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ და სცემდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს დანაშაულის ამსახველ კადრებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს დანაშაულის ამსახველ კადრებს

სამართალდამცავებმა ტრეფიკინგის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები, 1983 წელს დაბადებული მ.მ.; 1993 წელს დაბადებული ს.ა.; 1961 წელს დაბადებული ბ.ც. და 1978 წელს დაბადებული პ.წ. დაზარალებულებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, თბილისში, სხვადასხვა ადგილას, მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, ამ გზით მოპოვებულ ფულად თანხას კი ისაკუთრებდნენ.

"იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები ბრალდებულების მოთხოვნებს არ დაემორჩილებოდნენ, მათ სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებოდნენ", - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ადამიანით ვაჭრობას გულისხმობს და დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG