Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოქვეყნებული მიმოწერა მოწმობს, რომ რომის პაპს, პიუს XII-ს ზუსტი ინფორმაცია ჰქონდა ნაცისტების დანაშაულებრივი ქმედების შესახებ


რომის პაპი პიუს XII. ვატიკანი. 1945 წლის სექტემბერი
რომის პაპი პიუს XII. ვატიკანი. 1945 წლის სექტემბერი
ახლახან მიკვლეული და გამოქვეყნებული მიმოწერა მოწმობს, რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში რომის პაპს, პიუს XII-ს, ზუსტი ინფორმაცია ჰქონდა ნაცისტების დანაშაულებრივი ქმედების შესახებ პოლონეთში, რომელიც იმ დროს ნაცისტებს ჰქონდათ დაპყრობილი.
კათოლიკური ეკლესიის მამამთავარი დეტალურ ცნობებს იღებდა სანდო გერმანელი იეზუიტისგან იმის შესახებ, რომ ნაცისტების მიერ ოკუპირებულ პოლონეთში ყოველდღიურად ექვსი ათასამდე ებრაელს და პოლონელს ხოცავდნენ გაზის კამერებში. იტალიის პრესაში გამოქვეყნებული მასალა აქარწყლებს წმინდა საყდრის არგუმენტს, რომ მას არ შეეძლო შეემოწმებინა ნაცისტების სისასტიკის შესახებ დიპლომატიური ცნობები და დაეგმო ისინი.
იტალიურ გაზეთ Corriere della Sera-ში ვატიკანის არქივებიდან ამ შაბათ-კვირას გამოქვეყნებული დოკუმენტები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გააძლიერებს კამათს პიუსის მემკვიდრეობაზე და ნეტარად მისი კურთხევის შეჩერებული კამპანიის გარშემო.
ისტორიკოსებს შორის დიდი ხანია აზრთა სხვადასხვაობაა პიუსთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG