Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი სამხრეთსა და აღმოსავლეთში „იერიშებზე“ იტყობინება, რუსეთი აცხადებს, რომ მოსკოვთან დრონები ჩამოყარა


უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან. 7 სექტემბერი, 2023 წელი
უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან. 7 სექტემბერი, 2023 წელი
კიევმა განაცხადა, რომ მისი არმიის იერიში ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში გრძელდება. ამ დროს მთელ უკრაინაში 16 სექტემბერს ისმოდა საგანგაშო სირენების ხმა, ხოლო რუსეთმა გამოაცხადა, რომ მოსკოვის მახლობლად ჩამოაგდო ორი დრონი.
ვაშინგტონმა დაადასტურა გეგმა მომავალ კვირაში მნიშვნელოვანი შეხვედრებისა, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის პოლიტიკური ლიდერები პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ჩათვლით, და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
16 სექტემბერს უკრაინის არაერთ რეგიონში ისმოდა საჰაერო საგანგაშო სირენების ხმა: სამხედროები მოსახლეობას აფრთხილებდნენ დასახლებულ პუნქტებზე ბალისტიკური თავდასხმის შესახებ.
უკრაინის გენერალურმა შტაბმა გამოაცხადა, რომ მისი ჯარი თავდაცვის ოპერაციას ახორციელებს აღმოსავლეთსა და სამხრეთში, ხოლო იერიშს აწარმოებს მელიტოპოლისა და ბახმუტის რაიონებში. განცხადებაში ნათქვამია „წარმატების“ შესახებ დონეცკის ოლქში, კლიშჩოვკასთან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ 15-16 სექტემბრის ღამით, კალუგის და ტვერის ოლქებში, მოსკოვთან, განადგურებულ იქნა თვითმფრინავის ტიპის ორი დრონი. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არაფერს იტყობინებიან.
აშშ-ის მრჩეველმა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა დაადასტურა, რომ 21 სექტემბერს ჯო ბაიდენი მიიღებს ვოლოდიმირ ზელენსკის. მომავალ კვირაში ორივე პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე უნდა გამოვიდეს.
XS
SM
MD
LG