Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უკრაინის სასოფლო-სამეურნეო ობიექტებს უმიზნებს, რუსეთიდან დრონებით თავდასხმის შესახებ იტყობინებიან


რუსეთის თავდასხმის შემდეგ. უკრაინა, ოდესის ოლქი. 13 სექტემბერი, 2023 წელი
რუსეთის თავდასხმის შემდეგ. უკრაინა, ოდესის ოლქი. 13 სექტემბერი, 2023 წელი
უკრაინამ განაცხადა, რომ 17 სექტემბერს რუსეთმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა და უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა უკრაინის სამხრეთში, ოდესის ოლქზე. რუსეთიდან კი იტყობინებიან დრონებით თავდასხმების შესახებ.
ბოლო დღეებში უკრაინამ დაარტყა რუსეთის სამხედრო ობიექტებს ოკუპირებულ ყირიმში და რუსეთის საზღვაო ფლოტის ობიექტებს შავ ზღვაზე. გრძელდება რუსეთის თავდასხმები უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურაზე.
17 სექტემბერს უკრაინა იტყობინება, რომ რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო ობიექტი ოდესის ოლქის სამხრეთში. რუსეთმა გაუშვა ექვსი „თვითმკვლელი“, „შაჰედის“ ტიპის დრონი და ათი ფრთოსანი რაკეტა. უკრაინა აცხადებს, რომ მისმა ჯარებმა გაანადგურეს ექვსი დრონი და ექვსი რაკეტა, სანამ ისინი მიზანს მიაღწევდნენ.
ოდესაზე იერიში განხორციელდა ერთ დღეში შემდეგ მას შემდეგ, რაც კიევმა გამოაცხადა, რომ მის ნავსადგურში შევიდა ორი სატვირთო ხომალდი, რათა ესარგებლათ დროებითი დერეფნით და გაეტანათ მარცვლეული აფრიკისა და აზიის ბაზრებზე.
XS
SM
MD
LG