Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სევასტოპოლში აფეთქებების ხმა ისმოდა, ქალაქის თავზე კვამლი იყო


ფიოლენტის კონცხი. სევასტოპოლი
ფიოლენტის კონცხი. სევასტოპოლი
17 სექტემბრის საღამოს ყირიმის ტელეგრამის არხებმა ცნობები გაავრცელეს ანექსირებული სევასტოპოლის ფიოლენტის კონცხის მიდამოში აფეთქებების შესახებ. მანამდე არსებული ინფორმაციით, იქ განთავსებულია რუსეთის სამხედრო რადიოდაზვერვისა და საჰაერო თავდაცვის ნაწილები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყირიმის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში დრონები ჩამოყარეს.
აფეთქებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ როგორც პრორუსული, ასევე პროუკრაინული არხები. არხმა „კრიმსკი ვეტერმა“ გაავრცელა ინციდენტის სავარაუდო შედეგების ფოტო, რომელზეც ჩანს კვამლი და განათებული ცა - სავარაუდოდ ხანძრისგან. არხი ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით ზოგიერთ რაიონში დამწვრის სუნის შესახებაც წერს.
სევასტოპოლის გუბერნატორმა, რუსეთის მიერ დანიშნულმა მიხაილ რაზვოჟაევმა ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ საუბარია "კვამლის ფარდაზე" შავი ზღვის ფლოტის გემების შენიღბვისთვის და ქალაქში "ყველაფერი მშვიდადაა".
მოგვიანებით მან დაწერა, რომ ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები ფერმაში დაეცა და არავინ დაშავებულა.
წყარომ უკრაინის დაზვერვაში „უკრაინსკაია პრავდას უთხრა,“ რომ სევასტოპოლში აფეთქებები უკრაინის საზღვაო ძალების და მთავარი სადაზვერვო სამმართველოს "გეგმური მუშაობის" შედეგი იყო. მას არ დაუზუსტებია, რა იყო მიზანი.
სევასტოპოლში მომხდარი დამოუკიდებელ წყაროს არ დაუდასტურებია.
ამ კვირაში უკრაინელმა სამხედროებმა რამდენიმე დარტყმა მიაყენეს სამხედრო ობიექტებს ანექსირებულ ყირიმში. 14 სექტემბრის ღამეს ევპატორიის მიდამოებში, სავარაუდოდ, დაზიანდა ან განადგურდა "S-400 ტრიუმფის" ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა. ხოლო ერთი დღით ადრე, სევასტოპოლში გემის სარემონტო ქარხანაზე თავდასხმის შედეგად, სერიოზულად დაზიანდა ორი რუსული ხომალდი.
XS
SM
MD
LG