Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა რაკეტებით და დრონებით შეუტია უკრაინის 5 ოლქს


საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზიანებული სახლი ნიკოპოლის მახლობლად
საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზიანებული სახლი ნიკოპოლის მახლობლად

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი იერიში მიიტანა. შუაღამის შემდეგ, უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით შეტევა იყო ოდესის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავის და ხმელნიცკის ოლქებზე.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ოდესის და ნიკოლაევის ოლქების მიმართულებით დაფიქსირებული იყო 24 ე.წ. დამრტყმელი დრონი, რომელთაგან 18 გაანადგურეს.

სარდლობის ცნობითვე, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 17 ფრთოსანი რაკეტა ისროლეს დნეპროპეტროვსკის, პოლტავის და ხმელნიცკის ოლქების მიმართულებით. უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, ყველა რუსული რაკეტა განადგურებულია.

ნიკოლაევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სნიგირევის რაიონში ხანძარი გაუჩნდა 2-სართულიან შენობას და დაზიანდა ახლომდებარე სახლები. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქ ნიკოპოლის მახლობლად დაზიანებულია ერთ-ერთი საწარმო და 5 კერძო სახლი. მსხვერპლი არ არის.

საარტილერიო შეტევა იყო ხერსონის ოლქზე. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაიღუპა 2 და დაიჭრა 4 ადამიანი. ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაზიანებულია სახლები და სამედიცინო პუნქტი.

XS
SM
MD
LG