უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან შეტაკებებს ემსხვერპლა რუსეთის მედესანტეთა 31-ე ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ანდრეი კონდრაშკინი - იუწყება უკრაინის დონბასის რეგიონში რუსეთის მომხრე სეპარატისტების მეთაური ალექსანდრ ხოდაკოვსკი 18 სექტემბერს.
ხოდაკოვსკი დეტალებს არ აკონკრეტებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.
უკრაინის მედიის ცნობით, კონდრაშკინის სამხედრო დანაყოფი ამჟამად იბრძვის ქალაქ ბახმუტთან, რომელიც უკვე თვეებია, ეპიცენტრია უკრაინაში შეჭრილ რუსეთის ძალებსა და უკრაინის არმიას შორის მიმდინარე ომში.