Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვრცელდება ცნობა, რომ აფეთქებებია დონეცკის რუსეთის მიერ დანიშნული ადმინისტრაციის შენობასთან


დონეცკიდან ვრცელდება ცნობა აფეთქებაზე სეპარატისტული მთავრობის შენობასთან
დონეცკიდან ვრცელდება ცნობა აფეთქებაზე სეპარატისტული მთავრობის შენობასთან

უკრაინის დონეცკის რეგიონიდან ვრცელდება ცნობა აფეთქებების შესახებ შენობასთან, რომელშიც განთავსებულია რეგიონის მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი, სეპარატისტული მთავრობა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რეგიონის დედაქალაქში, დონეცკში, შენობას მოხვდა სულ მცირე ერთი ჭურვი.

დონეცკის დე ფაქტო მერი ალექსეი კულემზინი ტელეგრამით წერს, რომ "ქალაქის ცენტრზე შეტევაა". კულემზინის თანახმად, შეტევის სამიზნეა ქალაქის ცენტში მდებარე პუშკინის ბულვარი. სხვა დეტალები უცნობია.

XS
SM
MD
LG