Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ზელენსკი ნიუ-იორკშია


ფოტო არქივიდან. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო არქივიდან. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმყოფება ნიუ-იორკში, სადაც სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიასა და უშიშროების საბჭოს სხდომაზე. უკრაინის პრეზიდენტი და პირველი ლედი ნიუ-იორკში 18 სექტემბერს ჩავიდნენ.

პირველი, ვისაც ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა, სტეიტენ-აილენდის საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი უკრაინელი სამხედროები არიან. ამ კლინიკაში მკურნალობენ და რეაბილიტაციას უტარებენ რუსეთთან ომში მძიმედ დაჭრილ უკრაინელ სამხედროებს. მათ შორის არიან ჯარისკაცები, რომლებმაც კიდურები დაკარგეს.

ზელენსკიმ სამხედროებს მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ სამშობლოში გამოჯანმრთელებულებს გამარჯვებისთვის ელოდებიან. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კლინიკის პერსონალსაც.

უკრაინის პრეზიდენტი ნიუ-იორკიდან გაემგზავრება ვაშინგტონში, სადაც 21 სექტემბერს შეხვდება ამერიკელ სენატორებს და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.

XS
SM
MD
LG