Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა უკრაინას ისევ დრონებით შეუტია


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად პოლტავის ოლქის ერთ-ერთ საწარმოში გაჩენილი ხანძარი. 2023 წლის აგვისტო
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად პოლტავის ოლქის ერთ-ერთ საწარმოში გაჩენილი ხანძარი. 2023 წლის აგვისტო

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მიიტანა მორიგი შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 24 ე.წ. კამიკაძე-დრონი. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 17 გაანადგურეს.

უკრაინის პოლტავის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დმიტრო ლუნინის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დრონებით დაარტყეს ქალაქ კრემენჩუგში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის ჯგუფები მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.

XS
SM
MD
LG