Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვორონეჟის ოლქში ჩამოვარდა რუსეთის გამანადგურებელი Su-34, ეკიპაჟის ორივე წევრმა მოახერხა კატაპულტირება

საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის არმიის Su-34. ლიპეცკი, 3 აგვისტო, 2007.
საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის არმიის Su-34. ლიპეცკი, 3 აგვისტო, 2007.

ვორონეჟის ოლქში ჩამოვარდა გამანადგურებელი Su-34. ეკიპაჟის ორივე წევრმა მოახერხა კატაპულტირება და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.

თვითმფრინავი გეგმურ სასწავლო-საწვრთნელ ფრენას ასრულებდა საბრძოლო კომპლექტის გარეშე. გამანადგურებელი დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით ჩამოვარდა, მიწაზე ნგრევა არ მომხდარა, ნათქვამია ანგარიშში. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.

„ბაზა“ იუწყება, რომ Su-34 ჩამოვარდა კაშირის რაიონში, სოფელ კოლოდეზნის მახლობლად მდებარე მინდორში, ვორონეჟიდან სამხრეთით დაახლოებით 30 კილომეტრში.

ტელეგრამის არხი „112“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავს შასის საყრდენმა უმტყუნა. ავარიის შემდეგ მას ცეცხლი გაუჩნდა.

12 აგვისტოს კალინინგრადის რაიონში ჩამოვარდა გამანადგურებელი Su-30, რის შედეგადაც ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ. ავარიის წინასწარი მიზეზია ტექნიკური გაუმართაობა.

12 სექტემბერს ვოლგოგრადის რეგიონში საწვრთნელი ფრენის დროს ჩამოვარდა ბომბდამშენი Su-24. თვითმფრინავი უკაცრიელ ადგილას ჩამოვარდა. სამი დღის შემდეგ აღმოაჩინეს გვამების ფრაგმენტები, სავარაუდოდ Su-24-ის პილოტისა და შტურმანისა. კატასტროფის მიზეზი ჯერ არ გამოუცხადებიათ.

​
XS
SM
MD
LG