ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უთხრა, რომ ჩინეთმა და რუსეთმა უნდა იმუშაონ თანამშრომლობის გასაღრმავებლად, "კომპლექსური საერთაშორისო სიტუაციის" ფონზე - იუწყება ჩინეთის სახელმწიფო მედია 21 სექტემბერს.
"მსოფლიო სწრაფად მოძრაობს მულტიპოლარულებისკენ", - თქვა ვან იმ პუტინთან სანკტ-პეტერბურგში შეხვედრისას, რომელზეც რუსეთის ლიდერი დასთანხმდა მიწვევას ჩინეთში, მომავალ თვეში.
"მულტიპოლარული მსოფლიოს დამკვიდრების საკითხში ჩვენი პოზიციები ემთხვევა", - უპასუხა, კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პუტინმა.