Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანულმა სახელმწიფო კომპანიამ რუსეთთან თხევადი ბუნებრივი აირით ვაჭრობა განაახლა - Bloomberg-ი


საილუსტრაციო ფოტო: მიუხედავად იმისა, რომ ტვირთი ინდოეთისკენ მიდის, გერმანული სახელმწიფო კომპანია, რომელსაც რუსეთთან შეთანხმებები აქვს გაფორმებული, გარკვეულ განგაშს იწვევს.
საილუსტრაციო ფოტო: მიუხედავად იმისა, რომ ტვირთი ინდოეთისკენ მიდის, გერმანული სახელმწიფო კომპანია, რომელსაც რუსეთთან შეთანხმებები აქვს გაფორმებული, გარკვეულ განგაშს იწვევს.

გერმანიაში ნაციონალიზებული რუსეთის „გაზპრომის“ ყოფილი ქვეგანყოფილება Europe GmbH-ი (SEFE) ოქტომბრის დასაწყისში გეგმავს ციმბირში, იამალის ქარხანაში წარმოებული თხევადი ბუნებრივი აირის ჩატვირთვას და ტრანსპორტირებას, - წერს Bloomberg-ი.

გერმანიამ SEFE-ის ნაციონალიზაცია გასულ წელს მოახდინა, ევროპის ენერგეტიკული კრიზისის პიკის დროს.

პორტის ინფორმაციით, SEFE-ის კუთვნილი ხომალდი ბელგიის გავლით მდინარე ამურზე აიღებს რუსულ ტვირთს და ოქტომბრის ბოლოს ინდოეთამდე ჩაიტანს.

გამოცემის ინფორმაციით, კომპანიას იამალის თხევადი გაზის მოცულობის შესყიდვაზე გრძელვადიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომელიც "გაზპრომისგან" მემკვიდრეობით მიიღო. მას ასევე აქვს ცალკე გრძელვადიანი მიწოდების ვალდებულებები ინდური კომპანიის, GAIL Ltd-ის, მიმართ.

კომპანიის ცნობით, 2018 წლის შეთანხმების თანახმად, SAFE-ს მოუწევს გადაიხადოს მიწოდების საფასური, მაშინაც კი, თუ ტვირთები არ იქნა მიღებული და ინდოეთში გადატანილი. "ასეთი პროცედურა ეკონომიკურად გაუმართლებელი იქნება", - ნათქვამია ცნობაში.

მიუხედავად იმისა, რომ ტვირთი ინდოეთში მიემართება, გერმანული სახელმწიფო კომპანია, რომელსაც რუსეთთან შეთანხმებები აქვს, გარკვეულ განგაშს იწვევს. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ეწინააღმდეგება გერმანიის დაპირებას, თავი აარიდოს რუსული თხევადი ბუნებრივი აირით ოპერირებას, კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის გამო.

გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ Bloomberg-ს განუცხადა, რომ ამ საკითხს სწავლობს.

XS
SM
MD
LG