Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი იტყობინება, რომ სევასტოპოლში ფლოტის შტაბზე თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანია დაკარგული


კვამლი ჩანს შავი ზღვის ფლოტის შტაბზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შემდეგ
კვამლი ჩანს შავი ზღვის ფლოტის შტაბზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შემდეგ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კიევის მიერ სევასტოპოლში განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა შავი ზღვის ფლოტის შტაბის „ისტორიული შენობა“, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა 5 რაკეტა მოიგერიეს, უგზო-უკვლოდაა დაკარგული ერთი სამხედრო მოსამსახურე. უფრო ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ერთი ადამიანის დაღუპვას ადასტურებდა.

რუსეთს მიერ ანექსირებულ ყირიმში, სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის შტაბზე განხორციელებულ თავდასხმას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშჩუკი გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა საჰაერო ძალების მფრინავებს.

ოლეშჩუკმა ტელეგრამის არხზე დაწერა: „ხომ გპირდებოდით, „გაგრძელება იქნება“. ის ირონიულად გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას 5 რაკეტის ჩამოგდებაზე და დაწერა, რომ „იმედია, შემდეგ ჯერზე რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები იმედს არ გაგვიცრუებს“.

შავი ზღვის ფლოტის შტაბზე სარაკეტო დარტყმა დღეს დილით განხორციელდა.

XS
SM
MD
LG