Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სარაგბო ნაკრები პორტუგალიასთან ფრეს დასჯერდა მსოფლიოს თასზე


საქართველოს სარაგბო ნაკრები პორტუგალიასთან ფრეს დასჯერდა
საქართველოს სარაგბო ნაკრები პორტუგალიასთან ფრეს დასჯერდა

საქართველოს სარაგბო ნაკრები მსოფლიოს თასზე გამოსვლას მოგების გარეშე აგრძელებს. ბორჯღალოსნები ავსტრალიასთან განცდილი მარცხის (15:35) შემდეგ, მეორე ტურში ჯგუფის ყველაზე დაბალრეიტინგიან პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და შესვენებაზე რვაქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 13:5. მეორე ტაიმი კი ზუსტად ასეთივე ანგარიშით პორტუგალიამ მოიგო და თამაში ფრედ დასრულდა - 18:18.

ორი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ორი ქულა აქვს და ხუთგუნდიან ჯგუფში აუტსაიდერ პორტუგალიას მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით სჯობნის. ლიდერი უელსია ათი ქულით, მეორე და მესამე ადგილებს კი ფიჯი და ავსტრალია იკავებენ ექვს-ექვსი ქულით.

მესამე შეხვედრას ქართველი მორაგბეები 30 სექტემბერს გამართავენ, ფიჯის ნაკრებთან.

XS
SM
MD
LG