Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა


უკრაინა, სარაკეტო სისტემა დონეცკთან ახლოს
უკრაინა, სარაკეტო სისტემა დონეცკთან ახლოს

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტზე 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა.

გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა" უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის არმიამ განახორციელა 5 სარაკეტო და 57 საჰაერო დარტყმა, ასევე - 38 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან, როგორც უკრაინული ჯარების პოზიციების, ასევე სამოქალაქო სამიზნეების მიმართ.

არიან დაღუპულები და დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობაში. განადგურდა და დაზიანდა კერძო საცხოვრებელი შენობები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

რუსულმა მხარემ უკრაინას შაჰედ-136/131 ტიპის კამიკაძე დრონებით შეუტია. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 15 შაჰედიდან 14 გაანადგურა.

უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდაცვას უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით, შეტევითი ოპერაციები მიდის მელიტოპოლის და ბახმუტის მიმართულებით.

საჰაერო დარტყმები ამჯერადაც ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მიმართ განხორციელდა.

XS
SM
MD
LG