Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია უკრაინას გადასცემს ახალ, 400 მილიონი ევროს დახმარების პაკეტს


IRIS-T საზენიტო სარაკეტო სისტემები
IRIS-T საზენიტო სარაკეტო სისტემები

გერმანიამ გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ, რომლის მოცულობა 400 მილიონი ევრო იქნება.

უკრაინა მიიღებს Gepard-ის ტანკებს, IRIS-T საზენიტო-სარაკეტო სისტემებს და MRAP-ის 200 ჯავშანმანქანას.

დახმარების პაკეტში ასევე შედის საბრძოლო მასალა 155 მმ-იანი საარტილერიო სისტემებისთვის, ნაღმმტყორცნების საბრძოლო მასალა და AT-2 ნაღმების რაკეტები დისტანციურად განლაგებული ნაღმებისთვის, 50 უპილოტო დრონი, ზამთრის აღჭურვილობა და ა.შ.

გერმანია ასევე გააგრძელებს უკრაინელი სამხედროების მომზადებას.

„სავარაუდოა, რომ სამხედრო მომზადებას წლის ბოლომდე სულ 10 ათასი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გაივლის“, - ნათქვამია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

დახმარების ახალ პაკეტზე გადაწყვეტილება რამშტაინის ფორმატის მე-15 შეხვედრის შედეგების შემდეგ მიიღეს. ამ დროისთვის გერმანია, უკრაინის დახმარების მხრივ, ევროპაში პირველ ადგილზეა, ხოლო მსოფლიოში - მეორე ადგილზე, შეერთებული შტატების შემდეგ.

XS
SM
MD
LG