Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სამხრეთზე რუსეთის შეტევის ერთ-ერთი სამიზნე ოდესის პორტი იყო

საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის თავდასხმის შედეგად განადგურებული საპორტო ინფრასტრუქტურა ოდესის ოლქში
საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის თავდასხმის შედეგად განადგურებული საპორტო ინფრასტრუქტურა ოდესის ოლქში

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დრონებით და რაკეტებით განხორციელებული შეტევის შედეგად, უკრაინის ქალაქ ოდესაში მნიშვნელოვნად დაზიანდა საზღვაო პორტის სადგურის შენობა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობის ინფორმაციაზე დაყრდნობით. ხანძარი გაუჩნდა სადგურის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროს, რომელიც რამდენიმე წელია, დაკეტილია. დანგრეულია მარცვლეულის ერთ-ერთი საცავიც.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქ ოდესაში დაზიანებულია რამდენიმე სახლი. დაშავდა 1 ადამიანი.

უკრაინის თავდაცვის ძალების მონაცემებით, 25 სექტემბერს ქვეყნის სამხრეთზე შეტევისას რუსეთმა გამოიყენა 19 უპილოტო საფრენი აპარატი და 12 ფრთოსანი რაკეტა. სამხრეთის სარდლობის ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 19-ვე დრონი და 2 რაკეტა.

XS
SM
MD
LG