Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსხვერპლი მოჰყვა ოდესის პორტზე რუსეთის თავდასხმას


ოდესის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორია რუსეთის სარაკეტო დარტყმის შემდეგ. 2023 წლის 25 სექტემბერი
ოდესის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორია რუსეთის სარაკეტო დარტყმის შემდეგ. 2023 წლის 25 სექტემბერი

უკრაინელმა მაშველებმა 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს ოდესის პორტში, რუსული რაკეტით განადგურებული მარცვლეულის საცავის ნანგრევებში. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორივე დაღუპული ამ ობიექტზე მუშაობდა. მათთან კონტაქტი გასულ ღამით, პორტზე მასირებული შეტევის შემდეგ, შეწყდა. ნანგრევებში მოყოლილი ცხედრები შუადღის შემდეგ იპოვეს.

მარცვლეულის საცავის გარდა, მნიშვნელოვნად დაზიანდა ოდესის საზღვაო ნავსადგურის და ამავე ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროს შენობები. განადგურებულია რამდენიმე საწყობიც.

უკრაინის თავდაცვის ძალების მონაცემებით, 25 სექტემბერს ქვეყნის სამხრეთზე შეტევისას რუსეთმა გამოიყენა 19 უპილოტო საფრენი აპარატი და 12 ფრთოსანი რაკეტა. სამხრეთის სარდლობის ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 19-ვე დრონი და 2 რაკეტა.

XS
SM
MD
LG