Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბახმუტსა და მელიტოპოლთან შეტევას განაგრძობენ


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მახლობლად
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მახლობლად

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის გასულ 24 საათში 26 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ამის შესახებ დღეს დილით იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი. მისი ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები შეტევაზე არიან სამხრეთში, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლის და აღმოსავლეთში, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მიმართულებებით და ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს.

გენერალური შტაბის თანახმად, გასულ 24 საათში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის შეტევები მოიგერიეს დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტის, სევერნოეს, რაიონში და ქალაქ მარინკასთან, ხოლო ზაპოროჟიეს ოლქში - სოფელ ნოვოდაროვკასთან.

თავის მხრივ, რუსეთის ჯარების აღმოსავლეთის დაჯგუფების სარდლობა აცხადებს, რომ საავიაციო და საარტილერიო დარტყმებით უკრაინის შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ხუთი პუნქტი გაანადგურეს დონეცკის ოლქის სამხრეთში.

საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით ოპერატიულად გადამოწმება ვერ ხერხდება.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქებში კონტრშეტევა 2023 წლის ივნისიდან დაიწყეს.

XS
SM
MD
LG