Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"როგორ დავიცვა თავი?" - ხატია დეკანოიძე ითხოვს რუსეთის მოქალაქის დეპორტაციას, რომელიც მას ორჯერ აედევნა


საქართველოს პარლამენტის წევრმა, ხატია დეკანოიძემ ფეისბუკზე გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ დროის მოკლე მონაკვეთში მეორედ გახდა ერთი და იმავე ადამიანის მხრიდან ადევნების სამიზნე. კაცი, რომელზეც პოლიციას ხატია დეკანოიძის ადევნებისთვის ორი შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი, რუსეთის მოქალაქეა, რომელსაც დეპუტატი არ იცნობს. დეპუტატის ვარაუდით, მას ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და შესაძლოა ეს იყოს ადევნების ერთ-ერთი მიზეზი.

"არ იძიებენ არაფერს, გამოკითხვაზე გადაყავთ, შემდეგ უშვებენ. ეს მიდის რუსეთში და ისევ ჩამოდის, ინფორმაციასაც არ მეუბნებნიან. წინა შემთხვევაშიც არ მითხრეს, დატოვა თუ არა ქვეყანა, არც ახლა მითხრეს, დაატოვებინეს თუ არა", - ეუბნება რადიო თავისუფლებას ხატია დეკანოიძე. მან მხოლოდ ის იცის, რომ კაცი, რომელიც ორჯერ, ერთხელ ივნისში და ერთხელ სექტემბერში აედევნა, რუსეთის მოქალაქეა და მასზე შემაკავებელი ორდერებია გამოწერელი. პოლიციას დეპუტატისთვის არ უთქვამს, რა ინფორმაცია მიიღეს ამ კაცისგან მისი გამოკითხვის შემდეგ. დეპუტატი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ თავს დაცულად არ გრძნობს. რუსეთის მოქალაქე მეორე ჯერზე ადევნებისას მას პარლამენტის შენობაში, საშვთა ბიუროსთან დახვდა. ინციდენტი 28 სექტემბერს მოხდა.

XS
SM
MD
LG