Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა დავით ბაბაიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული საგარეო საქმეთა მინისტრი


აზერბაიჯანის პროკურატურის ცნობით, დაპატიმრებულია თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი დავით ბაბაიანი.

28 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანი ბაბაიანს ადანაშაულებს ომის დაგეგმვაში, გაჩაღებასა და წარმოებაში, „ბოევიკების“ დაქირავებაში, შეიარაღებული კონფლიქტის დროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში, ასევე ტერორიზმის ორგანიზებასა და ეთნიკური სიძულვილის წაქეზებაში.

დავით ბაბაიანი წერდა, რომ აზერბაიჯანის „შავ სიაშია“ და გამოძიების ფარგლებში ბაქოში ჩასვლა მოსთხოვეს. იმავე დღეს მან განაცხადა, რომ მოთხოვნას შეასრულებს მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებით ტკივილს და სტრესს მოუტანს, პირველ ყოვლისა, თავის ახლობლებს. დავით ბაბაიანი მიიჩნევდა, რომ არგამოცხადებით ან გაქცევით სერიოზულად დააზარალებდა საკუთარ „მრავალტანჯულ ხალხს“.

27 სექტემბერს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დააკავეს მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი, რომელიც ყარაბაღს ტოვებდა სომხეთთან დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნით.

  • 2023 წლის 19-20 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა და აღდგენილად გამოაცხადა საკუთარი სუვერენიტეტი.
  • 28 სექტემბერს, არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, „რესპუბლიკა მთიანი ყარაბაღი“ (არცახი) არსებობას შეწყვეტს 2024 წლის 1 იანვრიდან.

XS
SM
MD
LG