Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: მალე ყველა დაინახავს ჩემს აქტიურ ქმედებებს


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" სასამართლოზე ჩართვის დროს. 20 სექტემბერი, 2023 წელი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" სასამართლოზე ჩართვის დროს. 20 სექტემბერი, 2023 წელი

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „უახლოეს კვირებში და თვეებში“ ყველა დაინახავს მის „აქტიურ ქმედებებს“.

„მე აქ ვარ თითოეული ქართველის დასახმარებლად და მივაღწევ იმას, რომ ცხოვრება მათთვის ბევრად უფრო ადამიანური და ღირსეული გახდეს“ - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუკზე.“

ექს-პრეზიდენტი აცხადებს რომ 2 წელია უდანაშაულოდ იმყოფება „რუსეთის და რუსი ოლიგარქის ტყვეობაში“

„არ ვნანობ ჩემს საქართველოში ყოფნას იმიტომ, რომ ჩემს აქ ყოფნას აქვს სიმბოლური და პრაქტიკული მნიშვნელობა. სიმბოლურად ეს არის ამ ომის და პრორუსული რეჟიმის უსამართლობის დადასტურება და ჩემი უკან არ დახევის დემონსტრირება“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.

XS
SM
MD
LG