Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მექსიკაში ეკლესიის სახურავი ჩამოინგრა, არიან დაღუპულები


ჩამონგრეული ეკლესიის სახურავი
ჩამონგრეული ეკლესიის სახურავი

7 ადამიანი დაიღუპა და 20 ნანგრევებში მოყვა მექსიკაში ეკლესიის სახურავის ჩამონგრევის შედეგად. BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სიუდად-მადეროში სანტა კრუზის ეკლესიის სახურავის ჩამოშლის შემდეგ 49 ადამიანი მოათავსეს კლინიკაში.

ტამაულიპასის შტატის პოლიციის ცნობით, მესას ეკლესიაში ასამდე ადამიანი ესწრებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეკლესიაში ხალხი ნათლობაზე იმყოფებოდა.

ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ მოყოლილებს შორის არიან ბავშვებიც. ადგილზე გრძელდება სამაშველო სამუშაოები.

სახურავის ჩამონგრევის მიზეზებზე ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

XS
SM
MD
LG