Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაპატიმრებული ყირიმელი თათარი აქტივისტი სეითუმეროვი გაგზავნეს რუსეთის ფსიქიატრიულ კლინიკაში


დაპატიმრებული ყირიმელი თათარი აქტივისტი რუსეთის ხელისუფლებამ ფსიქიატრიულ კლინიკაში გაგზავნა
დაპატიმრებული ყირიმელი თათარი აქტივისტი რუსეთის ხელისუფლებამ ფსიქიატრიულ კლინიკაში გაგზავნა

რუსეთის ხელისუფლებამ დაპატიმრებული ყირიმელი თათარი აქტივისტი აბდულმედჟიტ სეითუმეროვი უცნობი მიზეზებით გაგზავნა ფსიქიატრიულ კლინიკაში - იუწყება პატიმრის ადვოკატი ემილ კუბერდინოვი 2 ოქტომბერს.

სეითუმეროვი აგვისტოს ბოლოს დააპატიმრეს ტერორიზმის ბრალდებით, რომელსაც თავად ის და მისი მხარდამჭერები უარყოფენ. ფსიქიატრიულ კლინიკაში მის გადაყვანას კუბერდინოვმა უწოდა "სადამსჯელო ზომა, რომლითაც ჩვენს კლიენტზე ზეწოლას ახორციელებენ" და დასძინა, რომ სეითუმეროვმა, შესაძლოა, 25 დღე დაყოს ამ სამედიცინო დაწესებულებაში.

2014 წელს უკრაინის ყირიმის უკანონოდ ანექსირების შემდეგ, რუსეთი ზეწოლას ახორციელებს ყირიმელ თათრებზე, რომელთაგან ბევრი ღიად აპროტესტებდა ანექსიას.

XS
SM
MD
LG