Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია უკრაინას გადასცემს კიდევ ერთ სისტემა Patriot-ს, ესპანეთი კი ექვს საზენიტო-სარაკეტო სისტემა Hawk-ს


საილუსტრაციო ფოტო: საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ი
საილუსტრაციო ფოტო: საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ი

ესპანეთი უკრაინას ექვს საზენიტო-სარაკეტო სისტემა Hawk-ს გადასცემს. ამის შესახებ ესპანეთის მთავრობის ვებგვერდი იუწყება, ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ, პედრო სანჩესსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით.

ესპანეთი უზრუნველყოფს Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებით კიევს, რათა იგი გაუმკლავდეს რუსეთის შესაძლო დარტყმებს სამოქალაქო ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ასევე დაიცვას ახალი მარცვლეულის დერეფანი, - ნათქვამია ცნობაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეგრამის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად განიხილეს თავდაცვის დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც შეიცავს დამატებით საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, საარტილერიო და დრონის საწინააღმდეგო სისტემებს, ასევე ენერგეტიკული აღჭურვილობის უზრუნველყოფას და მარცვლეულის დერეფნის დაცვას.

ზელენსკი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსაც შეხვდა. მისი თქმით, გერმანია უკრაინას კიდევ ერთ „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს. შოლცის თქმით, ახლა აუცილებელია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება.

  • უკრაინამ 2022 წლის თებერვლის ბოლოდან დაახლოებით 100 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება მიიღო დასავლეთის ქვეყნებიდან, - განაცხადა 2023 წლის სექტემბერში იმხანად უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა. მისი შეფასებით, კიევმა დახმარების ნახევარზე მეტი - თითქმის 60 მილიარდი დოლარი - მიიღო შეერთებული შტატებისგან. ამ თანხაში შედის სამხედრო ტექნიკა, ასევე იარაღი, საბრძოლო მასალა და ჭურვები.
XS
SM
MD
LG