Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის შეიარაღებული ძალების თანახმად, "ნაწილობრივი წარმატებაა" მიღწეული ბახმუტთან ბრძოლებში

საილუსტრაციო ფოტო: უკრაინის არტილერია ბახმუტის მახლობლად. 5 ივლისი, 2023.
საილუსტრაციო ფოტო: უკრაინის არტილერია ბახმუტის მახლობლად. 5 ივლისი, 2023.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს სამხედრო ოპერაციებში ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქებში. ამავე დროს რეგიონული ხელმძღვანელობის თანახმად, რუსეთის იერიშების შედეგად უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში მსხვერპლი იყო სამოქალაქო მოსახლეობაში.

მიღწეულია „ნაწილობრივი წარმატება კლიშჩევკისა და ანდრეევკის რაიონებში [ბახმუტის სამხრეთით],“ განაცხადა გენერალურმა შტაბმა 9 ოქტომბერს.

კონტრიერიშის დაწყებიდან უკრაინის ჯარები საიერიშო ოპერაციებს ატარებენ ბახმუტის რაიონში. მანამდე რუსეთის ჯარებმა ბახმუტი ხელში ჩაიგდეს რამდენიმე თვიანი ბრძოლების შედეგად, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი იყო მთელი ომის განმავლობაში.

ორშაბათს ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ პროკუდინმა განაცხადა, რომ რუსეთის იერიშების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაიჭრა, მათ შორის ორი ბავშვი.

​
XS
SM
MD
LG