Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინას სამჯერ ჰქონდა ოკუპირებულ ენერგოდარში დესანტის გადასხმის მცდელობა - კირილო ბუდანოვი


გენერალი ბუდანოვი ვარაუდობს, რომ დაზამთრებამდე შეძლებენ რუსეთ-ყირიმის სახმელეთო დერეფნის მოშლას
გენერალი ბუდანოვი ვარაუდობს, რომ დაზამთრებამდე შეძლებენ რუსეთ-ყირიმის სახმელეთო დერეფნის მოშლას

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილო ბუდანოვი აცხადებს, რომ სამჯერ ჰქონდათ სპეციალური ძალების სადესანტო ჯგუფების რუსების მიერ ოკუპირებულ ენერგოდარში გადასხმის მცდელობა. ამის შესახებ მან უკრაინულ გამოცემა NV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ხარვეზების შესახებ ბუდანოვს არაფერი უთქვამს, მაგრამ, მისი თქმით, ამ რეიდებს ჰქონდა გარკვეული წარმატება, რადგან, საბოლოოდ ჯამში, ხელი შეუშალა რუსეთის გეგმებს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური თავის ენერგეტიკულ სისტემასთან მიეერთებინა.

ევროპის უდიდესი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსეთის ოკუპაციის ქვეშ 2022 წლის მარტის დასაწყისიდანაა, ისევე როგორც თავად ქალაქი ენერგოდარი, რომლის ტერიტორიაზეც აესი მდებარეობს. ამავდროულად, გაერო ხაზს უსვამს, რომ დაუშვებელია ბირთვული ენერგიის ობიექტებზე თავდასხმები და მისი დაპყრობა, ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო და ჰუმანიტარულ სამართალს, კერძოდ, ჟენევის კონვენციას.

  • უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი არ გამორიცხავს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები ზამთრის დადგომამდე დაასრულებენ რუსეთსა და ანექსირებულ ყირიმს შორის სახმელეთო კავშირის შეწყვეტის ოპერაციას. ამის შესახებ „უკრაინსკა პრავდა" 19 სექტემბერს წერდა გამოცემა The Economist-თან ბუდანოვის ინტერვიუზე დაყრდნობით.

XS
SM
MD
LG