Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

900-მდე გაიზარდა "ჰამასის" მიერ ისრაელზე თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი - AP


ისრაელის სამაშველო სამსახური "ZAKA"ამბობს, რომ ბეერის პატარა ფერმაში 100-ზე მეტი ცხედარი იპოვეს.
ისრაელის სამაშველო სამსახური "ZAKA"ამბობს, რომ ბეერის პატარა ფერმაში 100-ზე მეტი ცხედარი იპოვეს.

სააგენტო Associated Press-ის ცნობით, 900-მდე გაიზარდა “ჰამასის” ბოევიკების მიერ ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი.

ისრაელის სამაშველო სამსახური ZAKA იუწყება, 100-ზე მეტი ცხედარი იპოვეს ფერმერულ მეურნეობა (კიბუცი) ბეერში, სადაც „ჰამასმა“ ისრაელელი მძევლები აიყვანა. ამრიგად, თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-მდე გაიზარდა. თავდასხმამდე ბეერის ფერმაში ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა.

9 ოქტომბერს ისრაელის სამხედრო სარდლობამ ღაზის სექტორის სრული ალყის ბრძანება გასცა. შედეგად შეწყდა „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები 2.3 მილიონი ადამიანისთვის საკვების, წყლის, საწვავის და სხვა საქონლის მიწოდება.

  • 7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ხმელეთიდან შეიჭრა ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში. 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
  • ისრაელის არმიამ კონტროლი აღადგინა ქვეყნის სამხრეთში, ღაზის სექტორთან მდებარე ყველა დასახლებულ პუნქტზე. ამის შესახებ 9 ოქტომბერს, დღისით, განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარიმ. მისი ინფორმაციით, ამჟამად ისრაელის ტერიტორიაზე მასშტაბური საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში გრძელდება „ჰამასის“ ჯერ კიდევ დარჩენილ წევრებთან შეტაკება და ტერიტორიის გაწმენდა.
XS
SM
MD
LG