Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა დრონებით მასირებული შეტევა მიიტანა უკრაინის სამხრეთზე


რუსეთი უკრაინის სამხრეთში განსაკუთრებით ინტენსიურად უტევს ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
რუსეთი უკრაინის სამხრეთში განსაკუთრებით ინტენსიურად უტევს ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას

რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანა უკრაინის ოდესის, ნიკოლაევის და ხერსონის ოლქებზე.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სამხრეთ ოლქებს ანექსირებული ყირიმიდან შეუტიეს 36 ე.წ. დამრტყმელი დრონით. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 27 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. დრონებით დარტყმის შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

2023 წლის ზაფხულიდან, ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ რუსეთი განსაკუთრებით ინტენსიურად უტევს ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას. თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 2022 წლის ივლისში მიღწეული შეთანხმება უზრუნველყოფდა შავი ზღვით უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის უსაფრთხო ექსპორტს. შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის შემდეგ, უკრაინამ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით, თავად აამოქმედა საექსპორტო დერეფანი.

XS
SM
MD
LG