Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძის თქმით, სამშენებლო მასალა მარიჯანის ქუჩაზე დაუსრულებელი კორპუსიდან ჩამოიშალა


თბილისი, მარიჯანის ქუჩა
თბილისი, მარიჯანის ქუჩა

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მარიჯანის ქუჩაზე სამშენებლო მასალები დაუსრულებელი კორპუსიდან ჩამოიშალა. მერის კომენტარს უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

"გუშინ ინფორმაცია არასწორად გავრცელდა, თითქოს ეს იყო მშენებარე ობიექტი. ეს ძალიან დიდი ტყუილია. იქ არანაირი მშენებარე ობიექტი არ ყოფილა. ეს არის კომპანია „ცენტრ პოინტის“ ძველი აშენებული ნაგებობა, რომელიც ეკუთვნის ამ კომპანიის მიერ დაზარალებულ ოჯახებს... ეს კონკრეტული მშენებლობა დაუსრულებელი და გაჩერებულია. მოგვიწევს აღნიშნული შენობის სრული დემონტაჟი, რომ იქ უკვე აშენდეს თანამედროვე შენობა-ნაგებობა და ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, იცხოვრონ ნორმალურ პირობებში", - ამბობს კახა კალაძე.

9 ოქტომბერს ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. სხვადასხვა ადგილზე რამდენიმე ხე წაიქცა, რამაც ელექტროსადენები დააზიანა. მარიჯანის ქუჩაზე კი კედელი ჩამოიშალა.

ფეისბუკის გვერდმა „ჩემი ქალაქი მკლავს" გაავრცელა ფოტო და ცნობა, რომ თბილისში, მარიჯანის ქუჩაზე, ქარმა მშენებარე კორპუსიდან სამშენებლო ბლოკები გადმოყარა, რამაც ავტომობილები დააზიანა.

XS
SM
MD
LG