Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში სამუშაოს შესრულების დროს დაიღუპა დასუფთავების კომპანიის თანამშრომელი


საილუსტრაციო ფოტო: პოლიციის ლენტი
საილუსტრაციო ფოტო: პოლიციის ლენტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის კუთვნილ ნაგავსაყრელზე, ამავე კომპანიის თანამშრომელი, 50 წლამდე მამაკაცი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.

რადიო თავისუფლებას თვითმხილველებმა უთხრეს, რომ მამაკაცი მუხლუხიან ტრაქტორს მართავდა, საიდანაც გადმოვარდა, ტრაქტორმა გადაუარა და მიღებული დაზიანებებისგან ადგილზე გარდაიცვალა.

„ტრაქტორის მუხლუხებმა ნარჩენები მიიკრა. კაცი ტრაქტორის კაბინიდან ცდილობდა მუხლუხების გასუფთავებას. მას რკინის მავთული ეჭირა, რომელიც მუხლუხომ ჩაიხვია. როგორც ჩანს, რკინას ხელი არ გაუშვა და დაბლა გადმოვარდა. მას ტრაქტორმა გადაუარა“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას თვითმხილველებმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

XS
SM
MD
LG