Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბი ადასტურებს ავდეევკასთან რუსების გააქტიურებას


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. მიმართულებების დაცხრილული მანიშნებელი ავდეევკასთან
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. მიმართულებების დაცხრილული მანიშნებელი ავდეევკასთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ადასტურებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეტევა გაააქტიურეს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის რაიონში. მანამდე ამის შესახებ იუწყებოდნენ ავდეევკის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია და უკრაინული და რუსული მედიასაშუალებები.

უკრაინის გენშტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ სამი ბატალიონით, ტანკების და ჯავშანმანქანების მხარდაჭერით გაააქტიურა იერიში ავდეევკის რაიონში, რომელიც რუსულმა ავიაციამაც დაბომბა. გენერალური შტაბის თანახმად, გასულ 24 საათში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყველა შეტევა მოიგერიეს და პოზიციები არ დაუკარგავთ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამხრეთის სამხედრო დაჯგუფების ავიაციამ ავდეევკის რაიონში დაბომბა უკრაინის შეიარაღებული ძალების 110-ე მექანიზებული ბრიგადის დისლოკაციის პუნქტები.

რუსეთის ჯარები ავდეევკის აღებას 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრისთანავე ცდილობდნენ, მაგრამ უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი შეინარჩუნეს.

XS
SM
MD
LG