Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების ახალი ელჩი რობინ დანიგანი საქართველოშია


რობინ დანიგანი
რობინ დანიგანი

საქართველოში ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი რობინ დანიგანი.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოში ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა 2023 წლის თებერვალში წარადგინა. ივლისში სენატმა მხარი დაუჭირა დანიგანის დანიშვნას.

„აშშ-ის საელჩო სიხარულით მიესალმება ელჩი რობინ დანიგანის ჩამოსვლას საქართველოში", - ეს ცნობა დღეს, 12 ოქტომბერს, დილით გამოქვეყნდა საელჩოს ფეისბუკის გვერდზე.

საქართველოში ელჩად დანიშვნამდე რობინ დანიგანი იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში. მანამდე - ავსტრიაში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის უფროსის მოადგილე. სხვადასხვა დროს, რობინ დანიგანი მუშაობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და სალვადორში.

რობინ დანიგანმა აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე შეცვალა წინა პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი კელი დეგნანი, რომელიც საქართველოში 2020 წლის იანვრიდან მუშაობდა.

ბოლო პერიოდში დეგნანს ხშირად აკრიტიკებდნენ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" წარმომადგენლები, სხვადასხვა პოლიტიკური საკითხისადმი ელჩის დამოკიდებულების გამო.

XS
SM
MD
LG