Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჰამასის“ თავდასხმიდან ხუთი დღის შემდეგ პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტმა აბასმა განცხადება გააკეთა


პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი. რამალა. 12 მაისი, 2023 წელი
პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი. რამალა. 12 მაისი, 2023 წელი
პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა პირველი განცხადება გააკეთა ხუთი დღის შემდეგ მას მერე, რაც რადიკალ-ისლამისტურმა გასამხედროებულმა გაერთიანება „ჰამასმა“ იერიში მიიტანა ისრაელზე.
პალესტინური მედიის თანახმად, აბასმა, რომელიც იორდანიის მეფეს, აბდულა II-ს შეხვდა, თქვა, რომ არაფერი იცოდა მის მიმართ მტრული „ჰამასის“ გეგმების შესახებ.
„ჩვენ უარვყოფთ სამოქალაქო პირების დახოცვას და არასათანადო მოპყრობას ორივე მხარეს, რადგან ეს მორალის, რელიგიის და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა“, - თქვა აბასმა, რომელმაც, თავის მასპინძელთან, აბდულა II-სთან ერთად მოითხოვა პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
მისი თქმით, დაუყოვნებლივ არის საჭირო სამედიცინო დახმარება და ჰუმანიტარული დახმარება, წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა.
პალესტინელთა ავტონომიის ცნობით, 13 ოქტომბერს ამანში დაგეგმილია აბასის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან, რომელიც 12 ოქტომბერს ისრაელში ჩავიდა.
XS
SM
MD
LG