Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

16 ოქტომბრიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება.

გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ ჩაუტარდებათ რისკ-ჯგუფებს:

  • დიაბეტის მქონე პირები;
  • დიალიზზე მყოფი პირები;
  • C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);
  • აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
  • ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები;
  • 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები;
  • ორსულები;
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები;
  • ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;
  • სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი.


„წელს უკვე ცირკულირებს რინოვირუსი, ენტეროვირუსი. შედარებით მცირეა - დაახლოებით 7-8% კორონავირუსი. მსგავსი სურათი გვქონდა გასულ წელსაც, არაფერი უჩვეულო და განსაკუთრებული წლევანდელ სეზონზე არ არის. რაც შეეხება გრიპს, ჯერ-ჯერობით გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, მხოლოდ თითოეული შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე არ აღინიშნება ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებში, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო ადასტურებს. აღნიშნული, ჩვენთვის იმის შესაძლებლობაა, რომ ახლა დაწყებული ვაქცინაცია, თვის ბოლომდე შექმნის ძალიან კარგ მოსამზადებელ პერიოდს“, - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ შეიძინა 200 000 დოზა Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა.

XS
SM
MD
LG