Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოცხადდა


პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩევლის რეკორდულად დიდმა რაოდენობამ - 74,38%-მა.
პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩევლის რეკორდულად დიდმა რაოდენობამ - 74,38%-მა.

სახელმწიფო საარჩევნო კომისიამ სამშაბათს გამოაქვეყნა პოლონეთის სეიმის არჩევნების საბოლოო შედეგები. საარჩევნო უბნებიდან ოქმების 100%-ის დამუშავების მიხედვით, ამომრჩეველთა ხმები ასე განაწილდა:

  • მმართველი პარტია "კანონი და სამართალი" - მიიღო ხმების 35.38% (194 მანდატი);

  • "სამოქალაქო კოალიცია" - მიიღო ხმების 30.7% (157 მანდატი);

  • "მესამე გზა" - მიიღო ხმების 14.4% (65 მანდატი);

  • "მემარცხენეები" - მიიღო ხმების 8.61% (26 მანდატი);
  • "კონფედერაცია" - მიიღო ხმების 7.16% (18 მანდატი).

მოსალოდნელია, რომ ახლა პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა მთავრობის ფორმირებას პირველ ადგილზე გასულ PIS-ს დაავალებს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ „კანონმა და სამართალმა“ 15 ოქტომბრის არჩევნები მოიგო, სამ ოპოზიციურ პარტიას ერთად აქვს საკმარისი ხმები უმრავლესობის მთავრობის შესაქმნელად, რამაც შეიძლება დაასრულოს PIS-ის 8-წლიანი მმართველობის ეპოქა.

სეიმის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა იყო 74.38%, რაც პოლონეთში საპარლამენტო არჩევნების ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. აქამდე რეკორდი დაფიქსირდა 1989 წლის არჩევნებში, როდესაც პოლონეთი პირველად გათავისუფლდა კომუნისტების მმართველობისგან. მაშინ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩევლის 62.7%-მა. მას შემდეგ აქტივობამ იკლო და დროდადრო 50%-ზე ნაკლებიც იყო.

XS
SM
MD
LG